გიორგი ლომოური – СКОЛИС – კოლექტიური მეხსიერება

ჩვენი თაობა (1990 + ), რომელიც არ მოსწრებია საბჭოთა კავშირს (მის დაშლას)  და დღეს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ელიტებს ჩაანაცვლებს, განსხვავებული კოლექტიური მეხსიერების მატარებელი იქნება. კოლექტიური მეხსიერების შეცვლა მნიშვნელოვანია, რადგან  დღეს საბჭოთა კავშირის იდეოლოგიისადმი უნდობლობის პირობებშიც, აგრძელებს არსებობას ძველი სოციალური საბჭოთა ინსტიტუტები. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია საგანმანათლებლო სივრცეში.

ის პოლიტიკური ელიტა, რომელიც დღეს მმართველია, და არ იზიარებს საბჭოთა კავშირის იდეოლოგიას, ინსტიტუციური მეხსიერება მაინც არ აძლევს საშუალებას იმოქმედოს განსხვავებული ანტისაბჭოური იდენტობის ჩამოსაყალიბებლად. მათი ინსტიტუციური მეხსიერება  მნიშვნელობას ანიჭებს წარსულს.

როგორი აბსტრაქტულიც არ უნდა იყოს აზროვნება, გახსენება ყოველთვის კონკრეტულია. ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ, ან ცოდნას გადასცემენ ახალ თაობას, მათი იდეები ბოლოს მაინც ისეთ  სახეს იღებს, როგორიც მეხსიერებაში არის  დაშვებული, ის მაინც   მიბმულია   კონკრეტულ დროსთან, სივრცესთან და ჯგუფთან.

ცოდნა ერთი თაობიდან მეორეზე გადადის კულტურის და სოციალიზაციის აგენტების მეშვეობით. როგორც ვიცით კულტურას ქმნის, იდენტობის განმსაზღვრელი კომპლექსები, რომელთა რეპრეზენტირება ხდება ისეთ ფორმებში როგორიცაა: მითები, სიმღერები, ცეკვები, ტრადიციები,  წმინდა ტექსტები, არქიტექტურა, ხელოვნება  და ა.შ. მაგრამ მიუხედავად ამისა  სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები მაინც სხვადასხვაგვარად აღიქვამენ ერთ მოცემულობას, ერთ ენაზე საუბრისასაც კი მათ განსხვავებული შინაგანი „დიალექტები“ აქვთ. (უნდა ჰქონდეთ).  და როცა  თაობების ცვლას  არ მოყვება კოლექტიური (ინდივიდუალური) პარადიგმების შეცვლა, შესაბამისად სამოქმედო პრაქტიკებიც მსგავსი რჩება. (როგორც ჩვენს შემთხვევაში მოხდა, დაიშალა საბჭოთა კავშირი, მაგრამ  პრაქტიკა დიდი ხნის განმავლობაში არ შეიცვალა  სკოლაში).

იმისათვის, რომ  კოლექტიური მეხსიერება შეიცვალოს, ანუ  ხდომილებად იქცეს, ის ძველი მეხსიერება, ნაკლებად მიტანილი უნდა იქნას რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე. (ამ შემთხვევაში მოსწავლეებამდე).

 

 

 

 

 

 

 

 

 

გიორგი ლომოური – რომელ საგანმანათლებლო ფილოსოფიაზე იყო დაფუძნებული – წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ?

ილია ჭავჭავაძე თავის  წერილებში ხშირად საუბრობს წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაზე, მათ მიზნებზე და დანიშნულებაზე. ფილოსოფია, რომელსაც ეფუძნებოდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების  განმანათლებლური ხედვები გაზიარებული იყო, შემდეგი ავტორებისგან :

  1. პიკოდელა -მირანდოლა – 1486 წელი – პიკოდელას  მთავარი მოტივი იყო – პატივისცემა ადამიანებს შორის.
  2. ვიტტორინო დე-ფელტე – 1373 – ვიტორინო დე-ფელტე იტალიაში ითვლებოდა პედაგოგიის მამად. მისი მიხედვით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა საზოგადოებაში განათლების პოზიტიურ, ჰუმანურ ფუნქციას. მნიშვნელობას ანიჭებდა მოსწავლის “ძვალ-ხორც-ჯანის” და “ზნე-ხასიათის” გაწვრთნას. ვიტორინო ახალგაზრდებს აკითხებდა ისეთ კლასიკურ ნაწარმოებებს, რომლებიც მათ ზნე-ხასიათზე მოახდენდა გავლენას.
  3. პადუის პროფესორი პაოლო ვერჟერიო და რომის პედაგოგი მატტეო ვეჯიო –  ” მათი დამსახურება არის ახალი “ჰუმანური” პედაგოგიის ჩამოყალიბება”. ვერჟერიოს მიხედვით განმანათლებლებს მხედველობაში უნდა მიეღოთ მოსწავლის არამარტო ასაკი, არამედ მისი განსაკუთრებული თვისებები. პირველ რიგში მოსწავლეს უნდა ესწავლა ფილოსოფია (თავისუფალი აზროვნებისთვის); მჭერმეტყველება (აზრის ნათლად და ლამაზად გამოსახატავად); ბუნებისმეტყველება ( თავისუფალი მეცნიერების შესასწავლად); ისტორია ( დროის განვითარების შესასწავლად).  რაც შეეხება მატტეო ვეჯიოს, ის ამბობს, რომ ყველა მოსწავლე განსხვავებულია და მათ აქვთ სხვადასხვა  ბუნება.  ვეჯიო : ” უფრო ადვილია მზეს შეაცვლევინო გზა, ვიდრე მოინდომო ბავშვის თავისებურების შეცვლა, ამ სხვადასხვაობას უნდა შეეფეროს სხვადასხვა ღონისძიებაც აღზრდის”. 
  4. დეზიდერი ერაზმი როტერდამელი – 1467 – ილია ჭავჭავაძე ამბობს, რომ “როტერდამელმა საბოლოოდ “დაჰფუშა” ძველი სქოლასტიკური სისტემა სკოლისა”. თუმცა ერაზმი არ ეთანხმება ვეჯიოს, რომელიც ბავშვის განსაკუთრებულ ბუნებრივ თავისებურებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, და ამტკიცებს რომ  “წვრთნას” შეუძლია მოსწავლის  თავისებურებები სრულად გარდაჰქმნას.  ერაზმი : ” აღზრდამ და წვრთნამ ბავშვი მთლიანად უნდა ჩაიგდოს ხელში  პირველივე ხანებიდან და ყოველ მის წინ გადადგმულ ნაბიჯს უწინამძღვროს” .   
  5. ფრანსუა რაბლე – 1530 – რაბლემ ჩამოაყალიბა განათლების ახალი თეორია, რომლის ძირითადი იდეების რეპრეზენტირება მოახდინა თავის ნაწარმოებში “გარგანტუა”. რაბლე ეწინააღმდეგებოდა “წიგნების წყალსავით დასწავლას და არა გაგებას საგნისა”. რაბლეს აზრით  მოსწავლემ რაც შეიძლება ნაკლები დრო უნდა დაჰყოს ” ოთხ კდელს შუა”, სწავლების ძირითადი დრო უნდა მიმდინარეობდეს გარეთ,  ” ჰაერზე”.

ილია ჭავჭავაძე : ” იგი ავტორები, რომელთაც ზემოთხსენებული გვაუწყეს, ყველამ იცის სწავლების შინაარსი, ამიტომ ჩვენც ეხლანდელი სკოლის ნაკლუვანება და არა ერთი და ორი ცვლილება უნდა შევავსოთ. შემცვლელთა და შემავსებელთა ყური უნდა ვათხოვოთ ისტორიას,ზოგიერთი შევითვისოთ ამ დიდ-ბუნებოვან ჰუმანისებ – პედაგოგებისა”.