საფრანგეთი
– რატომ წამოვეგეთ სარტრის ფილოსოფიაზე ?
– სინამდვილეში კირკეგორის, ჰაიდეგერის, ჰუსერლის ფილოსოფიაზე წამოვეგეთ . (მორუა)
ეგზისტენციალიზმის თეორიას ორის წყარო აქვს. პირველია კირკეგორი, დანიელი ქრისტიანი. მეორე წყაროა ჰუსერლის ფენომენოლოგია, რომელმაც შეისწავლა თუ როგორ გამოვლინდება შეგნებაში ფაქტები. თანამედროვე “აზრმა” კი ეს ფაქტები გამოამჟღავნა. “შეგნებას” უნარი აქვს მოსწყდეს თავის წარსულს და მომავალში მოახდინოს პროეცირება, იგი თავისუფალია ! მაგრამ ცოდნა გვჭირდება იმისთვის, თუ როგორ გამოვიყენოთ თავისუფლება. სწორედ ეს არის ეგზისტენციალიზმის ბირთვი.
ვიდრე ჩვენ სხვები გვაყალიბებენ, ვაღიარებთ მათ ფასეულობებს, მაგრამ როგორც კი თვითონ შევიქმნით ფასეულობებს, ღმერთმა ჩვენზე ძალაუფლება უნდა დაკარგოს. იმ შემთხვევაში თუ ” იგი” იქნება თავისუფალი. —— სარტრი ამბობს, ადამინის თავისუფლება აბსოლუტურია, მაგრამ ეს თავისუფლება იმას არ ნიშნავს, რომ შეგვიძლია გავაკეთოთ ის რაც მოგვეპრიანება. ჩვენ ვარსებობთ და ყოველ მოცემულ სიტუაციაში რაღაც გვინდა. მე არ შემიძლია გავხდე ინგლისის დედოფალი. ადამიანი თავისი გეგმაა, ანუ ის რადაც უნდა რომ გახდეს. მაგრამ მან საკუთარი თავის გეგმა უნდა ააგოს საკუთარი გარემოებების მიხედვით. თუ საკუთარი გარემოებები არ იქნა მხედველობაში მიღებული, ვერ გავხდებით ის რაც გვინდა. შეუძლია თუ არა ადამიანს არ მიიღოს თავისი სიტუაცია ? დიახ შეუძლია. მას შეუძლია მთელი სისწრაფით გაქანებულ მანქანას გასაჩერებლად ბორბლებში ჩაუვარდეს, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ სიტუაციას არ იცნობს.
როგორიც არ უნდა იყოს სიტუაცია, არჩევანის თავისუფლება მაინც რჩება ჩვენთვის. მაგალითად – მუშა თავისი პირობებით თავიდანვე არის ” პირობადებული”, მაგრამ ის თავისი ნებით წყვეტს, თუ როგორი იქნება მისი სოციალური მდგომარეობის აზრი. ხეიბარი თავისი ხეიბრობით არის პირობადებული, მაგრამ მასზეა დამოკიდებული, ეს ხეიბრობა აუტანელი/დამამცირებელი გახდება, თუ პირიქით. — ეს არის თავისუფლების პირველწყარო.
“მე თავად ვირჩევ ჩემს თავს, ჩემი ცხოვრების ყაიდაში და არა ყოფიერებაში. სარტრი მხდალს იმ ადამინს უწოდებს, რომელიც თავისი ნებით კი არ მოქმედებს, არამედ ჩვეულებად გადაქცეული პრინციპებისა და ტაბუს პატივსაცემად მოქმედებს. და ვისაც სწამს, რომ ყველაფერს ღმერთი აწესრიგებს “არამზადები” არიან. ვიცხოვრო ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევანი გავაკეთო”.
კირკეგორის თემა სწორედ ეს იყო – საკუთარი თავის შექმნა. კირკეგორი “თავის” შექმნის დროს საკუთარ თავზე იღებს მთელ პასუხისმგებლობას, რადგან არ არსებობს აპრიორულად მოცემული არც ფასეულობები, არც მორალი, არც იდენტობა, ყველაფერი თავად უნდა გადაწყვიტოს, ყოველგვარი საყდენი წერტილის, საწყისი წერტილის გარეშე, ხელმძღვანელობის გარეშე.
სარტრის ფილოსფიაში ვხვდებით ერთ კითხვას – როგორ გადავარჩინოთ სიცოცხლე უაზრობისგან ? მაგ : რა აზრი აქვს რიყის ქვას ? — არსებობს ვერსიები , მაგალითად : 1) უანგარო მოქმედებით; 2) სრულყოფილი წუთებით; 3) პრუსტის მიხედვით ხელოვნებით; 3) რწმენით; 4) სარტრის მიხედვით ეს პრობლემა “არამზადებს” არაფრად მიაჩნიათ. საუკეთესო შემთხვევაში ეს კითხვა უნდა იწვევდეს ადამიანის “გულზიდვას”. (იხ. რომანი). სარტრის მიხედვით ერთადერთი ფასეულობა თავისუფლებაა, რაც სიცოცხლეს იხსნის უაზრობისგან. “ნებისმიერ მეშჩან დეიდას, შეუძლია მისწვდეს აბსოლუტს”.
რობერ კანტენი :
” როცა ბატონი სარტრი თავს ანგარიშს აძლევს თავისი ფილოსფიური და პოლიტიკური მოღვაწეობის ქმედითობაზე, ინტელექტუალური კონსტრუქტების შესახებ, გრძნობს თუ არა, რომ ის ფრიად სუსტი, უტოპიურია, გრძნობს თუ არა, რომ ეს ყველაფერი სარკეთა თამაშია ? სარტრიმ თავისი თაობის დიდი ნაწილი ჩაითრია ამაში, რაც მის სასარგებლოდ ჩაითვლება, რადგან სიტყვები ყველაფერი არ არის, მაგრამ სწორად შერჩეული სიტყვები იხსნიან სიტყვის ავტორს ” .
ანდრე მორუა.
