……..
…… საქართველოში ფარული კურიკულუმის სოციალური სტრუქტურა არ არის მკაცრად შემოფარგლული. ანუ ნებაზეა მიშვებული. მასწავლებლების ავტორიტეტი დაბალია ფორმალური განათლების სისტემაში, რისი კომპესირებაც ხდება სწორედ არაფორმალური განათლების ფარგლებში. ეს არის ერთ – ერთი მიზეზი, რომელიც ხელს უწყობს ფარული კურიკულუმის ჩამოყალიბებას. …
…… მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ყალიბდება არაფორმალური, არასდანტარტული ურთიერთობა – იწყება “აღებ – მიმცემობა” – მაგ : 10 გაკვეთილი 200 $.. იცვლება სასწავლო გარემო, რესურსი, და შეფასების სისტემაც. ფარული კურიკულუმის არსებობა, თავის მხრივ ხელს უწყობს უთანასწორობას მოსწავლეებს შორის, რადგან ყველა ისეთივე წარმატებით ვერ მონაწილეობს ფარული სწავლა – სწავლების პროცესში, როგორც სხვები, მისი გამტარიანობა ყველასთვის არ არის ხელმისაწვდომი. მიზეზი განსხვავებული ფინანსებია !
…… ფარული კურიკულუმის სწავლების შინაარსი ორგანიზებულია ისევ „უფროსების“ მოსაზრებების მიხედვით, თუ რა უნდა იყოს მოსწავლეებისთვის სასარგებლო მომავალში. რეალურად სასწავლო შინაარსი ორიენტირებულია მხოლოდ წარსულის გამოცდილებაზე, მას ისეთივე შინაარსი აქვს როგორიც სასარგებლო იქნებოდა მაგალითად წინა საუკუნეების ადამიანებისთვის… ამიტომ სკოლადამთავრებულები, აზროვნებენ როგორც წინა საუკუნის ადამიანები …. . გარდა ამისა ფარული კურიკულუმის ფუნდამენტური მხარე ორიენტირებულია სტერეოტიპული ღირებულებების დისტრიბუციაზეც .
….. მასწავლებლების უმეტესი ნაწილი თვლის, რომ განათლების ძირითადი ფუნქცია არის გაბატონებული კულტურის, ღირებულებების გადაცემა. რამაც თავის მხრივ ხელი უნდა შეუწყოს არსებული ” სოციალური წესრიგის ” დაცვას ან შენარჩუნებას… ამგვარად ფარული კურიკულუმი იდიალური საშუალებაა თაობიდან თაობას გადაეცეს კულტურული ტრადიციები, განსხვავებულობის გათვალისწინების გარეშე.
….. კერძო რეპეტიტორობა არის ასევე ის სფერო, რომელშიც ოჯახები შეიძლება სოციალური ზეწოლის ქვეშ მოექცნენ. ზოგიერთი მშობელი იმიტომ უშვებს შვილს კერძო მასწავლებელთან, რომ გრძნობს სოციალურ ზეწოლას : „ თუ ბავშვი კარგად არ სწავლობს სკოლაში და კერძო გაკვეთილებზეც არ დადის, მაშინ ხალხი ამბობს, რომ დედა ან სრულ ჭკუაზე არ არის ან ღარიბია“.
…… როდესაც სასკოლო გამოსაშვები გამოცდები ახლოვდება, მოსწავლეები სკოლებს გამოცდებისთვის მოსამზადებლად, შესაბამის ადგილად არ თვლიან, რადგან მათ კონკრეტულ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ. ზოგჯერ ეს პროცესი, ისეთ ზღვარს აღწევს, რომ მოსწავლეები სამედიცინო ცნობებისთვის ფულს იხდიან, რათა სკოლაში არ იარონ. განსაკუთრებით სემესტრის იმ დროს, როდესაც მოსწავლეები უმაღლეს სასწავლებლებში შესასვლელ გამოცდებს აბარებენ …
….. იქმნება ტენდენცია, რომ ფარული კურიკულუმი ქმნის ცოდნას, რომელიც მოსწავლემ უნდა მიიღოს დაეჭვების გარეშე, როგორც უკვე ლეგიტიმური ინფორმაცია. საბოლოო ჯამში ფარული კურიკულუმით ხდება იდეოლოგიური შეხედულებების რეპრეზენტირება მოსწავლის განათლებაში.
