ZACHARY HERRMANN – ჰარვარდის უნივერსიტეტი, განათლების სკოლის დოქტორი.
თარგმანი: გ.ლომოური
მოსწავლეები ძალიან განსხვავებულები არიან ერთმანეთისგან. როგორ შეგვიძლია ჩვენ გავითვალისწინოთ მათი მრავალფეროვანი მახასიათებლები ისე, რომ სწავლა სწავლების პროცესში ყველა მოსწავლე აქტიურად იყოს ჩართული ?
მათი მახასიათებლები :
- მოწყენილი/შეწუხებული
- ჩამორჩენილი
- ვერ იგებს კარგად/ვერ აღიქვავს
- მორცხვი
- არ შეუძლია მშვიდად ჯდომა
- უყვარს საუბარი დისკუსია
- მასწავლებელზე ორიენტირებულია (უნდა თავის გამოჩენა).
მე სიტყვას „welcome”(გამარჯობა), დღეში ასჯერ მაინც ვეუბნები მოსწავლეებს. შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული რიტუალიც კი დავაწესე, სანამ კლასში შევალ ვდგავარ კარებთან და ყველა მოსწავლეს ვესალმები და თბილად ვუღიმი. ვიცი, რომ ყველა ბავშვი არის კომპლექსური, უნიკალური, მათ აქვთ განსხვავებული საჭიროებები, პრეფერენციები, ინტერესები. და როცა კლასში შევდივარ ყოველთვის ვცდილობ გავცე პასუხი შემდეგ შეკითხვას : იქნება დღევანდელი საკლასო პრაქტიკა ყველა მოსწავლეზე მორგებული ?
ნებისმიერ დროს შესაძლებელია, რომ ჩემს კლასში მოსწავლეების მესამედი მოწყენილი იყოს საგაკვეთილო შინაარსის გამო, მესამედისთვის გაუგებარი იყოს თემა, ზოგიც მიიჩნევდეს რომ უაზრობაა ამ დავალების შესრულება. ასევე ისიც შესაძლებელია, რომ კლასის გარკვეული ნაწილი სიამოვნებას განიცდიდეს ამ დისკუსიებით, ზოგსაც მოსწონდეს ეს ფორმატი, უნდოდეს კითხვის დასმა თუმცა ჰქონდეს იმის კომპლექსი, რომ დიდი ჯგუფების წინაშე ეს მისთვის არაკომფორტულია, ზოგისთვისაც დიდხანს ჯდომა მოსაწყენია, ზოგი კი პირიქით ცდილობდეს ყველაფერი ახსნას კლასის წინაშე და თავი გამოიჩინოს.
ამ ასპექტების გათვალისწინებით, მნიშვნელობას იძენს შემდეგი ფაქტორი : როცა მოსწავლეების განსხვავებულობა, მათი იდენტურობა, მისწარაფებები, – პრიორიტეტი ხდება სწავლა-სწავლების პროცესში, უნდა გავითვალისწინო მათი საჭიროებები და ხელი შევუწყო ყველა მსწავლელის შესაძლებლობის რეალიზებას.
და რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა, როგორ უნდა მართოს საკლასო პროცესები ისე, რომ გაითვალისწინოს ჯგუფის და თითოეული მოსწავლის ეს საჭიროებები, და მოქნილი გახდეს მისი მიდგომები ?
შვიდი სტრატეგია ამ საჭიროებების მიხედვით
- ხელი შეუწყვეთ პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბებას მოსწავლეებს შორის. მასწავლებლები თავად აკეთებენ ამას და მათი მოსწავლეებიც ემხრობიან, როდესაც ისინი გარკვეულ დროს გამონახავენ არაფორმალური ურთიერთობებისთვის, რომ უკეთ გაიცნონ ერთმანეთი ეს მათ ეხმარება წარმატების მიღწევაში. განსაკუთრებით იმ მოსწავლეებისთვის არის ეს ყოველივე მნიშვნელოვანი, რომლებიც გარკვეულწილად განიცდიან მარგინალიზებას საზოგადოების მხრიდან და გარიყულები არიან.
- კომუკიცაციის მაღალი დონე, რაც უნდა გამოიწვიოს მასწავლებლის ქმედებებმა. (საუბარი/აქტივობები). მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მასწავლებელი ფოკუსირებულია მკაფიო კომუნიკაციებზე მოსწავლეებს შორის, ასევე მნიშვნელოვანია, რომ განიხილონ ის ფარული მესიჯები, ინფორმაციები რაც მოდის მოსწავლეებისგან, ამოცანის სირთულე მასწავლებელს ავალებს, რომ ისინი მოსწავლეების განსხვავებული ქცევის ტიპებს უნდა შეეჩვიონ, გააძლიერონ და მხარი დაუჭირონ მათ. მსგავსი მიდგომები ყოველთვის ეხმარება მოსწავლეებს მიაღწიონ მაღალ შედეგებს.
- დაეხმარეთ მოსწავლეებს, მათ იგრძნონ, რომ ისინი რაღაცას აკეთებენ ძალისხმევით და არა მხოლოდ უნარით. მე ყოველთვის ვცდილობ ჩემი მოსწავლეების პერსონალური იდეები და აღქმები განვიხილო და მხარი დავუჭირო. მოსწავლეს არ უნდა შევუქმნათ იმის წარმოდგენა რომ მისი წარმატება დამოკიდებული იქნება მხოლოდ მის თანდაყოლილ მახასიათებლებზე. აქედან გამომდინარე მართლაც ძნელია შევქმნათ ისეთი მასტიმულირებელი გარემო სადაც თითოეული მოსწავლე შეძლებს საკუთარი თავის რეალიზებას. ჩვენ შეგვიძლია საუბარი, აქტივობები ისე დავნერგოთ, რომ მოსწავლეს მოუწიოს გარკვეული ძალისხმევის გამოყენება და არა მხოლოდ მისი თანდაყოლილი უნარ-ჩვევების რეალიზება.
- მოსწავლეს უნდა სჯეროდეს, რომ ყველას შეუძლია რაღაცის გაკეთება/ ჩვენება. მოსწავლემ ყოველთვის იცის თავისი სტატუსი საკლასო ოთახში: მაგ: ვინ არის ჩემზე უფრო ჭკვიანი და მე ვისზე ჭკვიანი ვარ ? თუმცა საინტერესოა მათი ეს აღქმები რამდენად შეესაბამება რეალობას, მასწავლებელმა ეს უნდა იცოდეს. პედაგოგს შეუძლია თითოეული მოსწავლის ინტელექტუალური წვლილის იდენტიფიცირება, ამის ფონზე მან უნდა შეძლოს ისეთი აქტივობების, პროცესების, სტრუქტურის ჩამოყალიბება, რომელიც მოითხოვს მოსწავლეებისგან უნარებისა და შესაძლებლობების ფართო სპექტრის გამოყენებას, რაც მთავარია ამ პროცესებში ჩართული უნდა იყოს ყველა მოსწავლე.
- მოსწავლეებს მიეცით სწორად შერჩეული დავალებები. სასწავლო ამოცანები ისე უნდა მიეწოდოს მოსწავლეებს და ისე უნდა შემუშავდეს, რომ ის იძლეოდეს კოლაბორაციული მუშაობის შესაძლებლობას, შეიძლებოდეს მისი სხვადასხვა, მრავალფეროვანი პერსპექტივებით ამოხსნა, რომელშიც ჩართული იქნება ყველა მოსწავლე.
- მოსწავლეებს მიეცით შესაძლებლობა იყვნენე ერთმანეთზე დამოკიდებული და არა მხოლოდ თქვენზე. სასწავლო პროცესში, სადაც მოსწავლეებისთვის ცოდნის მიღების ერთადერთი წყარო არის მხოლოდ მასწავლებელი, უკუკავშირის მიცემა შეუძლია მხოლოდ მასწავლებელს, არ შეიძლება იყოს ეფექტური და გრძელვადიან შედეგებზე ორიენტირებული. არამედ მნიშვნელოვანია ფოკუსირება მოხდეს კოლაბორაციულ, ერთობლივ სწავლა-სწავლების პროცესზე. მე შემიძლია ერთი და იმავე დროს მაგალითად რვა ჯგუფში ვაწარმოო დისკუსიები სხვადასხვა საკითხებზე, დაისვას სხვადასხვა კითხვები, წარიმართოს მსჯელობა სადაც ყველა იქნება აქტიურად ჩართული და ინფორმაციის გაცვლა მოხდება სხვადასხვა პერსონიდან. თუმცა მსგავსი მიდგომა არ ამართლებს ყოველთვის, ხშირად ამ მეთოდს იყენებენ არასწორად, მასწავლებელს გააზრებული უნდა ჰქონდეს სასწავლო თემის შინაარსი, მოსწავლის წინარე ცოდნა და მისაღწევი მიზნები.
- კლასის დიზაინი დაგეხმარებათ სასწავლო პროცესი წარმართოთ ეფექტურად. მაგ: როცა მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში, მასწავლებელი თავისუფლად გადაადგილდება და ინფორმაციის მიღებასაც ადვილად ახერხებს თითოეული მოსწავლისგან. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ როცა მასწავლებელი საუბრობს ნაკლებს ვიდრე მოსწავლეები, როცა მასწავლებელი ისმენს უფრო მეტს, საკლასო ოთახში მოძრაობს უფრო მეტს, ეს ხელს უწყობს უკეთ სწავლებას.
